აბაშის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღეში დასრულდება პროექტი, რომელიც ავტომაგისტრალიდან სოფ. ძიგურის გავლით სოფ. ზანათამდე, გზის ასფალტო-ბეტონით მოწყობას ითვალისწინებს.

აბაშის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღეში დასრულდება პროექტი, რომელიც ავტომაგისტრალიდან სოფ. ძიგურის გავლით სოფ. ზანათამდე, გზის ასფალტო-ბეტონით მოწყობას ითვალისწინებს.
ამ ეტაპზე აღნიშნულ გზაზე ასფალტო-ბეტონის მეორე ფენა იგება. გზა, რომელიც არასდროს ყოფილა ასფალტირებული, სრულად კეთილმოეწყო.
სამუშაოების მიმდინარეობას აბაშის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, გიგა ჯვარელია, მერიის შესაბამისი სამსახურისა და მშენებელი კომპანიის წარმომადგენელთან ერთად გაეცნო.
აბაშაში რეაბილიტაცია უტარდება 18-კმ-მდე გზას.
ასფალტო-ბეტონის საფარის პირველი ფენა უკვე დაიგო ამირან ცანავას ქუჩაზე, 2 კმ-მდე გზაზე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საერთაშორისო ავტომაგისტრალამდე, ქალაქ აბაშაში გამსახურდიას პირველ და მესამე შესახვევსა და კონსტანტინე კაპანელის ქუჩიდან გამსახურდიას ქუჩამდე, ძველ აბაშაში N8 ქუჩა შესახვევებით მოეწყო ასფალტო-ბეტონის საფარით.
სოფ. ნორიოში მდ. აბაშის მიმდებარედ ჭაბურღილთან და სოფ. მარანში საინფორმაციო ცენტრის მიმდებარედ გზაზე რკინა ბეტონის-საფარი დაიგო.
სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.
სამუშაოებს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია ს.ს. „არქეოპოლისი“.
გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content