აბაშის მუნიციპალიტეტში ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია

აბაშის მუნიციპალიტეტში ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია.
ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო აბაშის, სენაკის, მარტვილის, ხობისა და ზუგდიდის სახანძრო-სამაშველო სამსახურები.
სტიქიის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა, მოადგილე გიგა ჯვარელია და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.
ხანძარი იყო ნინოშვილის ქუჩაზე, ტყვირის, ქოლობნისა და ძველი აბაშის ადმინისტრაციულ ერთეულებში. ცეცხლი ეკიდა ეკალ-ბარდებს და თხილნარს.
ხანძრების პრევენციის და შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით, მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს, ასევე, არ დატოვოთ ცეცხლის

კერები უყურადღებოდ.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content