დღეს აბაშის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დავით კაჭარავას 100 წელი შეუსრულდა

დღეს აბაშის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დავით კაჭარავას 100 წელი შეუსრულდა.

იუბილარს ღირსშესანიშნავი თარიღი აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, პირველ მოადგილესთან, ირაკლი პერტენავასთან, მოადგილესთან, გიგა ჯვარელიასთან და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მიულოცა და სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცა.

„ვულოცავ ბატონ დავითს იუბილეს, ჯანმრთელობას, დღეგრძელობას ვუსურვებ თავის დიდ ოჯახთან ერთად, ბედნიერებაა, რომ ჩვენს გვერდით არიან ასეთი ხანდაზმული და ღირსეული ადამიანები. ჩვენი ვალია პატივი ვცეთ უფროს თაობას. ბატონი დავითი მათ რიცხვს მიეკუთვნება, ვინც არა მარტო ასაკის, არამედ თავისი განვლილი ცხოვრების გზით უდიდეს პატივისცემასა და მოწიწებას იმსახურებს,”-აღნიშნა გიგა გაბელაიამ.

დავით კაჭარავა პროფესიით პედაგოგია, 50 წელზე მეტი ემსახურა მომავალი თაობის აღზრდას. იგი მეორე მსოფლიო ომის მონაწილეა, მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და სიგელი. ჰყავს სამი შვილი, 8 შვილიშვილი და 6 შვილთაშვილი.

დავით კაჭარავას, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის „ასი და ასზე უხნესი ასაკის უხუცესთა დახმარების პროგრამის“ ფარგლებში, 1000 ლარი გადაეცემა.

მსგავსი ინფორმაცია:
კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად მთელი რიგი ღონისძიებები ხორციელდება.
2008 წლის აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების გაცნობა
აბაშის მუნიციპალიტეტის მერია
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში აბაშელ ახალგაზრდებთან არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდ“-ის წარ...
აბაშის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა
წარჩინებული კურსდამთავრებულების დაჯილდოება გაიმართა
სამუელ ცომაიას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები იწყება
ფონდ „ცედაკას“ ქველმოქმედება
აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, ტყვირის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდა და მე...
აბაშის მუნიციპალიტეტში, კამპანია ,,დავასუფთაოთ მსოფლიო -დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში დასუფთავე...
აბაშის მუნიციპალიტეტში, ქოლობნის ადმინისტრაციულ ერთეულში, აგრობაზარი გაიხსნა
ბაშის მუნიციპალიტეტში გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია გაიმართა
აბაშის მუნიციპალიტეტის მერი საკრებულოს წევრებს შეხვდა
გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content