აბაშის მუნიციპალიტეტში ნინი შონიას სოლო კონცერტი გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის დარბაზში, აბაშელი მომღერლის, მრავალი კონკურსის გამარჯვებულის, ნინი შონიას სოლო კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, შვილებთან ერთად ესწრებოდა. საღამოს ასევე ესწრებოდნენ მერის მოადგილეები, სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები, ახალგაზრდა მომღერლის შემოქმედების თაყვანისმცემლები.

კონცერტზე შესრულდა ქართველი და უცხოური კომპოზიტორების ნაწარმოებები, ნინი შონიას აკომპანიატორობა გაუწია მოწვეულმა კონცერტმაისტერმა, ლერი ჩხაიძემ. ხელოვნებისა და კულტურის ცენტრთან არსებული, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „ჰარირას“ მამაკაცთა გუნდმა ნინისთან ერთად შეასრულა ხალხური სიმღერები.

კონცერტი აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის და ტურიზმის განვითარების სამსახურის ორგანიზებითა და ააიპ „კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის“ მხარდაჭერით, პროექტის „აბაშური საღამოების“ ფარგლებში გაიმართა.
პროექტის მიზანია ახალგაზრდა ხელოვანთა წარმოჩენა, ხელოვნების სხვადასხვა დარგის პოპულარიზაცია, ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბება

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content