გილოცავთ სტუდენტობას, როგორც აბაშის, ასევე სრულიად საქართველოს ახალგაზრდობას

გილოცავთ სტუდენტობას, როგორც აბაშის, ასევე სრულიად საქართველოს ახალგაზრდობას, ცხოვრების გზაზე გადადგმულ პირველ წარმატებულ ნაბიჯებს, რომელიც თქვენი განვლილი გზის ერთგვარი შეჯამება და მომავლის საფუძველია.
ეს უძვირფასესი ხანა იქნება თქვენს ცხოვრებაში, წარმატებით უნდა დაეუფლოთ მეცნიერულ საფუძვლებს, პროფესიულ უნარებს. განათლება ყველაზე პრიორიტეტულია ჩვენი ქვეყნისთვის, ყველაფერს გავაკეთებთ თქვენი წარმატებული მომავლისათვის.
დარწმუნებული ვარ, სტუდენტურ ცხოვრებაშიც იქნებით წარმატებულნი, ეს იქნება საამაყო. გაივლის წლები და ბევრი თქვენგანი სხვადასხვა პროფესიის მქონე დაუბრუნდება მშობლიურ რაიონს.
დაგილოცავთ გზას ცოდნის ტაძრისაკენ!
გიგა გაბელაია,
აბაშის მუნიციპალიტეტის მერი
გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content