გაეროს ბავშვთა ფონდის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდი“ იმუნიზაციისა და ვაქცინოლოგიის ასოციაციასთან ერთად მოზარდებისთვის ახორციელებს მოხალისეობრივ საგანმანათლებლო პროექტს „საქართველოს ახალგაზრდები ვაქცინაციისთვის

გაეროს ბავშვთა ფონდის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდი“ იმუნიზაციისა და ვაქცინოლოგიის ასოციაციასთან ერთად მოზარდებისთვის ახორციელებს მოხალისეობრივ საგანმანათლებლო პროექტს „საქართველოს ახალგაზრდები ვაქცინაციისთვის“.
პროექტის ფარგლებში აბაშის მუნიციპალიტეტში, მერიის საკონფერენციო დარბაზში აბაშელ ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ისაუბრეს პროგრამის ფარგლებში მიღწეულ წარმატებებსა და მომავალ გეგმებზე, ასევე არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო აქტივობებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები.
პროექტის მიზანია მოხალისეობის პოპულარიზაცია და ასევე ვაქცინაციის შესახებ მოზარდების ინფორმირება, მათი ჩართულობისა და მონაწილეობის გაზრდა, რათა ხელი შეუწყოთ ვაქცინაციის მაჩვენებლის გაზრდას პროექტში ჩართულ მოხალისეთა კლუბებს საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში
გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content