გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეებს, პედაგოგებს, მშობლებს. იწყება ახალი გამოწვევების, ახალი წარმატებების და ცოდნის მიღების პროცესი

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეებს, პედაგოგებს, მშობლებს. იწყება ახალი გამოწვევების, ახალი წარმატებების და ცოდნის მიღების პროცესი.
განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველად შეაღებენ სკოლის კარებს, მათთვის ხომ ახალი ეტაპი იწყება, ჯერაც ამოუცნობი, თუმცა საინტერესო და ემოციით სავსე. დარწმუნებული ვარ, მიღებული ცოდნით ღირსეულ მამულიშვილობას გაუწევენ მომავალში ჩვენს ქვეყანას, ვულოცავ მათ ამ მნიშვნელოვან დღეს!
ვულოცავ პედაგოგებს, რომლებიც ზრდიან ღირსეულ თაობებს, განუზომელია მათი ღვაწლი ჩვენი ქვეყნის წინაშე, მოსწავლეებს-რომლებიც წარმატებებს აღწევენ და ასახელებენ სკოლას, მუნიციპალიტეტს.
ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მოსწავლის წარმატებაზე ორიენტირებული სისტემისა და საგანმანათლებლო გარემოს განვითარებაა. ჩვენ მზად ვართ ყველა პირობა შეგიქმნათ და ხელი შეგიწყოთ წარმატებების მიღწევაში.
კიდევ ერთხელ გილოცავთ, წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ!
გიგა გაბელაია,
აბაშის მუნიციპალიტეტის მერი.
გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content