კოალიცია “სოციალური რეფორმებისათვის” – განცხადება


ა(ა)იპ კოალიცია „სოციალური რეფორმებისათვის“, აბაშის მუნიციპალიტეტში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრში დასაქმების მიზნით იწყებს განცხადებების მიღებას.
დასაქმების ადგილი – ქალაქი აბაშა. უჩა კაჭარავას #5, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრი.
დღის ცენტრი მოემსახურება 6 წლიდან 18 წლამდე შშმ ბავშვებს.
ვაკანსიის შესახებ სტანდარტების მოთხოვნის შესაბამისად მიღება ცხადდება შემდეგ პოზიციებზე:
სპეციალური განათლების პედაგოგი– სამი ვაკანსია;
ასისტენტ მომვლელი– ორი ვაკანსია;
ფსიქოლოგი-1 ვაკანსია;
მზარეული-ერთი ვაკანსია;
დამლაგებელი-1 ვაკანსია;
მენეჯერი-1 ვაკანსია;

 

შერჩევის პროცედურები:

I ეტაპი განცხადებების მიღება/გადარჩევა.

II ეტაპი გასაუბრება;

III ეტაპი საბოლოო შერჩევა.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ავტობიოგრაფია cv- ფოტოსურათით; პირადობის მოწმობის ასლი; უმაღლესი განათლების დიპლომის ქსეროასლი; 1 სარეკომენდაციო წერილი ან რეკომენდატორი; აპლიკანტებმა დოკუმენტი უნდა წარმოადგინონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე cofosore@gmail.com დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომერზე 593147805. საკონტაქტო პირი თამარ ფოფხაძე (კოალიციის დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე)

განცხადების მიღების ბოლო ვადაა მ/წ 11 აგვისტო.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content