აბაშის მუნიციპალიტეტში გვიან ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

აბაშის მუნიციპალიტეტში გვიან ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა.
სტიქიამ ზიანი მიაყენა ადმინისტრაციულ ერთეულებს. ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლების ეზოები, პირველი სართულები, სახნავ-სათესი სავარგულები, საძოვრები.
სტიქიის შედეგად დაზიანდა ხიდები და ხიდე-ბოგირები.
სტიქიის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ: აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მერის მოადგილეები, მუნიციპალური სამსახურები, სახანძრო-სამაშველო სამსახური.
მუნიციპალიტეტისთვის სტიქიით მიყენებულ ზარალს შესაბამისი კომისია დაითვლის.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content