არა ფემიციდს

საქართველოს პროკურატურამ აშშ-ის საელჩოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით, ფემიციდის წინააღმდეგ მაშტაბური საინფორმაციო კამპანია ,,არა ფემიციდს,, დაიწყო.
აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, 2022 წლის 9 ნოემბერს, 17:00 საათზე, შეხვედრას გამართავს სენაკის რაიონული პროკურორი, ბესიკ ქვარცხავა, ამავე პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად.
შეხვედრა მიზნად ისახავს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ფემიციდის დანაშაულის პრევენციას.
მსურველებს შეგიძლიათ მობრძანდეთ ქალაქი აბაშა, ტროფი დარასელიას ქუჩა N1-ში.
დასწრება თავისუფალია.
#არაფემიციდს
#მკვლელობაისჯებამკაცრად
#შეაჩერეფემიციდი
#სიყვარულიარკლავს

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content