დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან – არსებული საკონსულტაციო ორგანოს – სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან – არსებული საკონსულტაციო ორგანოს – სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის 2022-2023 წლებში დასაფინანსებლად წარსადგენი პროექტების განხილვა და მოწონება მოხდა.
საკონსულტაციო საბჭოს სხდომას სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია უძღვებოდა და მას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ. დღეს, 23 პროექტის განხილვა მოხდა, მათი საერთო ღირებულება 40 მილიონ ლარამდეა.
👉 საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე მოწონებული და დამტკიცებული პროექტები იხილეთ ვრცლად: https://szs.gov.ge/geo/news/show/10/3369
👉 საკონსულტაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებები იხილეთ: https://szs.gov.ge/geo/static/262

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content