უფასო სამედიცინო გამოკვლევები

ხვალ, 21აგვისტოს, 10:00 სთ-დან, აბაშის საოჯახო მედიცინის ცენტრში „შანი“, აბაშის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან მაკალათიას ინიციატივითა და და შ.პ.ს. „შანის“ დირექტორის, ნანა შენგელიას მხარდაჭერით, სამედიცინო ფონდი “ჰიპოკრატეს“ ექიმები, სკრინინგის სახელმწიფო ქვეპროგრამის ფარგლებში, უფასოდ ატარებენ ძუძუს კიბოს სკრინინგს 40-70 წლის ასაკის ქალებში, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს და კოლპოსკოპიურ სკრინინგს 25-60 წლის ასაკის ქალებში, ასევე, 50-70 წლის მამაკაცებში პროსტატას კიბოს სკრინინგს.
მოქალაქეებს ადგილზე ჩაუტარდებათ ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური გამოკვლევები.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content