ბიუროს N33 სხდომა.

21 ნოემბერს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს N33 სხდომა გაიმართა.
ბიუროს სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გელა ხოშტარია
სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 19 ივნისის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 7 ოქტომბრის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი ტატიანა ხოშტარია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე.
2. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის N12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი დავით ცანავა-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე.
3. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის ქონების 2022 წლის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 აპრილის N21 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
4. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის ქონების 2022 წლის პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 აპრილის N22 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მომხსენებელი გია კუცია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე.
5. აბაშის მუნიციპალიტეტის 2022 წლის მესამე კვარტლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ.
მომხსენებელი დავით ცანავა-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე.

6. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ანგარიში 2022 წლის 9 თვეში გაწეული მუშაობის შესახებ.
7. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ანგარიში 2022 წლის 9 თვეში გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი კონსტანტინე კუჭუხიძე-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ, განათლების და კულტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
8. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის მოწვევის შესახებ.
მომხსენებელი გელა ხოშტარია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content