კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია იწყება

აბაშის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძველ აბაშაში, ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით, კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის სრული რეაბილიტაცია და კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს.
მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ, პარლამენტის წევრ ლევან მგალობლიშვილთან, მწერლის შვილიშვილებთან კონსტანტინე და გიორგი გამსახურდიებთან ერთად დაათვალიერა.
პროექტი ითვალისწინებს ახალი, თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამუზეუმო კომპლექსის შექმნას. გათვალისწინებულია კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახის მემორიალური გარემოს რეკონსტრუქცია. XIX საუკუნის ეთნოგრაფიული გარემოს აღდგენა (მეგრული კარ-მიდამო) და კონსტანტინე გამსახურდიას ცხოვრებისა და შემოქმედების წარმოჩენა. მწერლისა და საზოგადო მოღვაწის პორტრეტის შექმნა, ლიტერატურის, ხელოვნებისა და ქვეყნის ისტორიაში მისი წვლილის ჩვენებით, დამოუკიდებელი საქართველოს უახლეს ისტორიაში ზვიად გამსახურდიას როლით. სამუზეუმო კომპლექსი რამდენიმე ზონის მოწყობას ითვალისწინებს.
აბაშის მუნიციპალიტეტს შეემატება კულტურული სივრცე, რომელიც საშუალებას მისცემს მომავალ თაობებს, სათანადო პატივი მიაგონ ღირსეულ წინაპარს.

 

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content