საკრებულოს N2 სხდომა.

28 თებერვალს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N2 სხდომა გაიმართა.
სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარია მოვალეობის შემსრულებელი გელა ხოშტარია.
სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 თებერვლის მორიგი N2 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი გელა ხოშტარია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.
2. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების ,თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 იანვრის #2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი ტატიანა ხოშტარია-აბაშია მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე.
3. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 იანვრის #4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
4. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი დიმიტრი ცანავა-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი.
5. აბაშის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ.
6. აბაშის მუნიციპალიტეტის ქონების 2023 წლის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ.
7. აბაშის მუნიციპალიტეტის ქონების 2023 წლის პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი ლევან მელაძე-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და მუნიციპალური სერვისების სამსახურის უფროსი.
8. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პასუხისმგებელი პირების მიერ სამსახურებრივი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობის და ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე საწვავის ხარჯის ყოველთვიური ზღვრული ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 იანვრის #2 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი დავით ცანავა-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე.
9. . აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ანგარიში 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი მამუკა თელია-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი.
10. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების ,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ანგარიში 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი გიორგი თოფურია-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content