უფროსკლასელთათვის ვიქტორინა გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტში, მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივით უფროსკლასელთათვის ვიქტორინა გაიმართა.
ვიქტორინა ჩატარდა ორ ეტაპად-ინდივიდუალური და გუნდური ტური. ინდივიდუალურ ტურში მოსწავლეებმა დახურულ კითხვებს უპასუხეს (ქართული ენა/ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა, ბიოლოგია). ხოლო გუნდურ ტურში მონაწილე სკოლის გუნდებმა ამოიცნეს საკითხები შემდეგი მიმართულებით: ხუროთმოძღვრების ძეგლები, ფერწერული ნამუშევრები, მუსიკალური ნაწარმოები, პროზაული ნაწარმოები, პოეზია.
მოსწავლეთა ნამუშევრები შეაფასა კომპეტენტურმა ჟიურიმ.
ინდივიდუალურ ტურში გამარჯვება მოიპოვეს ქალაქის მეორე, ნაესაკოვოს, პ. მაისის, ტყვირისა და სამიქაოს სკოლების მოსწავლეებმა, ხოლო მეორე ტურში გამარჯვება წილად ხვდა ქალაქის პირველ საჯარო სკოლის გუნდს.
გამარჯვებული მოსწავლეები და გუნდები დაჯილდოვდნენ შესაბამისი სიგელებით.
ღონისძიება აბაშის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
RSS
Skip to content