აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის დარბაზში, ქართული ესტრადის პოპულარული მომღერლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. აბაშელი მაყურებლების წინაშე წარსდგნენ „ორი ჯუჯა და მეგობრები“.
კონცერტში მონაწილეობდნენ: ვახტანგ ტატიშვილი, ბესიკ კალანდაძე, ნუგზარ ერგემლიძე, ნუგზარ კვაშალი, ზურაბ კობეშავიძე, მაკა ქაჯაია, ზურაბ მანაგაძე.
ღონისძიებას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მოადგილეებთან ერთად ესწრებოდა.
პროექტი საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.