საგრანტო კონკურსის შედეგად დაფინანსებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.

აბაშის მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის – “საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორციელება ქალაქ ფოთსა და აბაშის მუნიციპალიტეტში” ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსის შედეგად დაფინანსებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიება ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში ჩატარდა.
ქვეგრანტი 6-მა ორგანიზაციამ მოიპოვა. თითოეული პროექტი თვითმმართველობაში დემოკრატიული ჩართულობის გაზრდას, თვითმმართველობის პოპულარიზაციას, საზოგადოებაში არსებული პრობლემების გამოვლენასა და გადაჭრას, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ შეხვედრაზე ისაუბრა დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების საქმეში სამოქალაქო საზოგადოების როლსა და პროექტების მნიშვნელობაზე.
ქვეგრანტების გამარჯვებული პროექტების შესახებ პროექტის დირექტორმა, ფოთის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწემ ნინო გვასალიამ ისაუბრა.
თითოეული გამარჯვებული ორგანიზაციის წარმომადგენელმა საზოგადოებას თავად გააცნო ქვესაგრანტო კომპონენტის ფარგლებში მათ მიერ განხორცილებული და დაგეგმილი საქმიანობა.
პროექტს_,,საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორციელება ქალაქ ფოთსა და აბაშის მუნიციპალიტეტებში“ ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია აბაშის მუნიციპალიტეტის მერიასთან, გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან და სტუდენტურ ახალგაზრდულ სათათბიროსთან პარტნიორობით.
შეხვედრას ესწრებოდნენ: გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის დამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი თამარ ღლონტი, პროექტის ასისტენტი მარი მამალაძე, აბაშის მუნიციპალიტეტში ქვეგრანტის სახსრებით დაფინანსებული პროექტების გრანტ-მენეჯერი ლიკა ბერძენიშვილი, მერიის, საკრებულოსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content