ლევან ოჩიგავა მსოფლიო ჩემპიონია

აბაშელი ძალოსანი, ლევან ოჩიგავა, მსოფლიო ჩემპიონია!
ალბანეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა ძალოსანმა 1 ვერცხლისა და 2 ოქროს მედალი მოიპოვა და ჩემპიონი გახდა.
81 კილოგრამის ატაცში ლევან ოჩიგავამ 137/143 კგ. დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ლევანმა აკვრაში 172/176/179 კილოგრამის ძლევით ოქროს მედალი დაისაკუთრა, ასევე კვარცხლბეკის უმაღლესს საფეხურზე დადგა ორჭიდში დაგროვილი 322 კილოგრამითაც.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ალბანეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ლევან ოჩიგავას მიერ მოპოვებული მედლებით სეზონი გახსნა.
ვულოცავთ საამაყო აბაშელს ამ დიდ გამარჯვებას!
გიგა გაბელაია,
აბაშის მუნიციპალიტეტის მერი

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content