საკრებულოს N4 სხდომა.

30 მარტს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი N4 სხდომა გაიმართა.
სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარია მოვალეობის შემსრულებელი გელა ხოშტარია.
სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 30 მარტის მორიგი N4 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი გელა ხოშტარია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.
2. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ ან აქტის
შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი იასონ კიზირია -აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსი.
3. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ანგარიში 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი შალვა დარცმელიძე -აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსი.
4. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიში 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი დიმიტრი ცანავა-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი.
5. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და მუნიციპალური სერვისების სამსახურის ანგარიში 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი ლევან მელაძე-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და მუნიციპალური სერვისების სამსახურის უფროსი.
6. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის ,გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ანგარიში 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი ალექსანდრე კვირკველია-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსი.
7. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის II კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი ტატიანა ხოშტარია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content