საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება

აბაშის მუნიციპალიტეტის მერია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს აგრძელებს.
სოფელ სუჯუნაში, სანოდიო-სამატკაოს უბანში N11, N12 და N15 ქუჩებზე, 4,5 კმ-მდე გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარის დასაგებად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოების მიმდინარეობას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია მოადგილეებთან, ინფრასტრუქტურის და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსთან, თანამშრომლებთან და სუჯუნის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან ერთად გაეცნო.
საავტომობილო გზაზე ასფალტის საფარი არასოდეს ყოფილა და გადაადგილება პრობლემას წარმოადგენდა. რეაბილიტაციის შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა კომფორტული და უსაფრთხო გზით ისარგებლებს.
სანოდიო-სამატკაოს უბანში გზების რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. გზების კეთილმოწყობისთვის 968 200 ლარი იხარჯება. სამუშაოებს შ.პ.ს. „ინდიკო” ახორციელებს.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content