ბიუროს N10 სხდომა

27 აპრილს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს N10 სხდომა გაიმართა.
სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარია მოვალეობის შემსრულებელი გელა ხოშტარია.
ბიუროს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები.
1. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახე“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი ტატიანა ხოშტარია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე.
2. აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის წესით, იჯარის ფორმით გაცემის თაობაზე, აბაშის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
მომხსენებელი გია კუცია -აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის ეკონომიკური და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე.
3. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დახმარების გაცემის კომისიის ანგარიში 2023 წლის I კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი ტატიანა ხოშტარია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე.
4. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის მოწვევის შესახებ.
მომხსენებელი გელა ხოშტარია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content