26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

#ესდღეჩვენია
#თავისუფლებისსიყვარულით
#26მაისი
აბაშის მუნიციპალიტეტში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.
ამ დღესთან დაკავშირებით, აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გელა ხოშტარიამ,საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ერთიანობისა და თავისუფლებისათვის დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკო.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საზეიმო კონცერტი ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში გაიმართა. ღია სცენაზე ჩატარდა ხელოვნების სკოლის აღსაზრდელთა კონცერტი, შესრულდა საფორტეპიანო ნაწარმოებები და ქართული საესტრადო სიმღერები.
საქართველოს ხელოვნების აკადემიის ორგანიზებით გამართულ სენაკის ”დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ხელოვნების ფესტივალში”, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის პატრონაჟით ტარდება, ხელოვნების სკოლის სამუსიკო განყოფილების ფორტეპიანოს სპეციალობის მოსწავლეებმა და სკოლის გაერთიანებულმა აკადემიურმა გუნდმა წარმატებით მიიღეს მონაწილეობა. საპატიო სიგელები მოსწავლეებს გიგა გაბელაიამ გადასცა.
მოეწყო აბაშელ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა.
17:10 საათზე, შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
საზოგადოებას ეს დღე მიულოცა და სიტყვით მიმართა აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ.
26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ჰარირა“, ასევე საბავშვო ქორეოგრაფიული ანსამბლი „ანანური“, ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „ბერეხა“, საესტრადო მომღერლები.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content