ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ასფალტო-ბეტონის საფარი იგება სოფელ ეწერში, N6 და N8 ქუჩებზე, სადაც ასფალტის საფარი არასოდეს ყოფილა. 3 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.
საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოების მოწყობის მიმდინარეობას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, პირველ მოადგილესთან ირაკლი პერტენავასთან, მოადგილესთან, გიგა ჯვარელიასთან და სუჯუნის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან, ლაშა კუციასთან ერთად გაეცნო.
ასევე, საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება შემდეგ ტერიტორიებზე:
• სოფელ ძვ. აბაშაში N1 ქუჩაზე ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა.
• სოფელ ზანათიდან სოფელ ძიგურამდე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა.
• ქ. აბაშაში ცანავას ქუჩის შესახვევის მოწყობა ასფალტო-ბეტონით, ცანავას ქუჩიდან იპოდრომის გავლით ცანავას ქუჩამდე.
• სოფელ სუჯუნაში სანოდიო-სამატკაოს უბანში N11, N12 და N15 ქუჩების მოწყობა ასფალტო-ბეტონის საფარით
• სოფელ მარანში N5 ქუჩის ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები.
აბაშის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე სულ 15 კმ-დე ახალი გზა დაიგება.
გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და პროექტის ჯამური ღირებულება 3 135 000 ლარს შეადგენს.
სამუშაოებს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. „ინდიკო“.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content