იურიდიულ სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა.

7 ივნისს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომას უძღვებოდა კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გია კუცია.
კომისიის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:

1. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის N12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

მომხსენებელი გია კუცია აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო ,საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content