საკრებულოს N7 სხდომა.

9 ივნისს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი N7 სხდომა გაიმართა.
სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გელა ხოშტარია.
საკრებულოს სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 9 ივნისის მორიგი N7 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი გელა ხოშტარია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.
2. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
3. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის N12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

მომხსენებელი გია კუცია აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო ,საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.
4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მათი შედგენის, ჩაბარების, შედგენაზე უფლებამოსილების მინიჭებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი იასონ კიზირია -აბაში მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსი.

5. აბაშის მუნიციპალიტეტის მერისთვის ხელშეკრულების დადებაზე, რომლის ღირებულება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 5%-ს აღემატება თანხმობის მიცემის შესახებ.

მომხსენებელი თეიმურაზ ნოდია-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი.
6. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ურბანული განვითარების სამსახურის ანგარიში 2023 წლის I კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი იასონ კიზირია -აბაში მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსი.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content