საკრებულოს N8 სხდომა.

18 ივლისს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი N8 სხდომა გაიმართა.
სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გელა ხოშტარია.
საკრებულოს სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. ,,ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მათი შედგენის ,ჩაბარების შედგენაზე უფლებამოსილების მინიჭებისა და აღრიცხვა-ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 9 ივნისის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი იასონ კიზირია-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსი.
2. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და მუნიციპალური სერვისების სამსახურის ანგარიში 2023 წლის I კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი ლევან მელაძე-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და მუნიციპალური სერვისების სამსახურის უფროსი.
3. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ანგარიში 2023 წლის I კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი ქეთევან ნაჭყებია-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ინსპექტირების განყოფილების უფროსი.
4. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიში 2023 წლის I კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი ემმა გაბელაია -აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის და საქმის წარმოების განყოფილების უფროსი.
5. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის III კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი ტატიანა ხოშტარია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content