ბიუროს N18 სხდომა.

3 აგვისტოს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი ბიუროს N18 სხდომა გაიმართა.
სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გელა ხოშტარია.
სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. აბაშის მუნიციპალიტეტის მერისთვის ხელშეკრულების დადებაზე, რომლის ღირებულება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 5%-ს აღემატება თანხმობის მიცემის შესახებ.
მომხსენებელი დავით ცანავა-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე.
2. აბაშის მუნიციპალიტეტის სამიქაოსა და სუჯუნის ადმინისტრაციულ ერთეულებში სახელწოდების არმქონე ობიექტების (ქუჩა, შესახვევი, ჩიხი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ.
მომხსენებელი გია მიგინეიშვილი-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ და მიწის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
3. აბაშის მუნიციპალიტეტის 2023 წლის მეორე კვარტლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ.
მომხსენებელი დავით ცანავა-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე.
4. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის მოწვევის შესახებ.
მომხსენებელი გელა ხოშტარია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content