აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

აბაშის მუნიციპალიტეტში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, პირველ მოადგილესთან, ირაკლი პერტენავასთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან, გელა ხოშტარიასთან, მერიის სამსახურებისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ონტოფოში, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანის, გიორგი ნადარეიშვილის საფლავზე იმყოფებოდნენ, ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს და ყვავილებით შეამკეს საფლავი.
ონტოფოს წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიაში, მამა გიორგიმ რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
აბაშის მუნიციპალიტეტიდან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაიღუპნენ: სამხედრო ბაზის იურისტი, უფროსი ლეიტენანტი, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, გიორგი ნადარეიშვილი და ვაზიანის მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის, მეორე მსუბუქი ქვეითი ასეულის მეთაური, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, უფროსი ლეიტენანტი, სერგო მელია. სერგო მელია დაკრძალულია თბილისში, ძმათა სასაფლაოზე.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალური პროგრამის ფარგლებში, 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული გიორგი ნადარეიშვილის ოჯახს 500 ლარი გადასცა.
რუსეთ – საქართველოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა პატივსაცემად, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიასთან სახელმწიფო დროშა დაეშვა.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content