ტყვირში N5 ქუჩიდან, მაცხოვრის სახელობის XIV საუკუნის ტაძრამდე, ცემენტო-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტში, ტყვირის ადმინისტრაციულ ერთეულში, N5 ქუჩიდან, მაცხოვრის სახელობის XIV საუკუნის ტაძრამდე, 3,2 კმ-მდე გზაზე ცემენტო-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს.
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ გზაზე პირველად ხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი.
პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ჯ და ჯ“ ასრულებს.
სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content