წარმატებული სტუდენტები დაჯილდოვდებიან

აბაშის მუნიციპალიტეტში, პირველად, ეროვნულ გამოცდებში ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე წარმატებული სტუდენტები დაჯილდოვდებიან.
მერიაში წარმატებული სტუდენტების დაჯილდოებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიღება უკვე დაიწყო.
პროგრამაში ჩასართავად, სტუდენტებმა, რომლებმაც მიმდინარე წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიან ეროვნულ გამოცდებში ყველაზე მაღალი რეიტინგის (100% საგრანტო ქულის) საფუძველზე მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიიდან ერთჯერადი ფულადი ჯილდოს მისაღებად მერიაში უნდა წარმოადგინონ:
განცხადება;
პირადობის მოწმობის ასლი;
ცნობა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ;
საბანკო ანგარიშის ნომერი.
პროგრამის ბენეფიციარები არიან, აბაშის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 2022-2023 სასწავლო წლის სსიპ აბაშის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები.
წარმატებული სტუდენტი ჯილდოდ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის „ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამიდან“ ერთჯერადად 500 ლარს მიიღებს.
ინიციატივა მიზნად ისახავს მოსწავლე – ახალგაზრდებში სწავლის მოტივაციის
ამაღლებას, მათ წახალისებასა და განათლების ხელშეწყობას ადგილობრივ დონეზე.
პროგრამის განმახორციელებელია აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დარეკოთ მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურში შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 599615654; 599855769.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content