აბაშაში ფეინთბოლის მუნიციპალური ჩემპიონატი გაიმართება

ხვალ, 7 სექტემბერს, 12:00 საათზე, წყემის ადმინისტრაციულ ერთეულში ფეინთბოლის მუნიციპალური ჩემპიონატი გაიმართება.
ფეინთბოლი არის გუნდური (თითო გუნდში 5 წევრი), ექსტრემალური, ტექნიკურ-სპორტული თამაში, რომელიც წარმოადგენს საბრძოლო ქმედებების იმიტაციას განსაზღვრულ ტერიტორიაზე. ამისათვის გამოიყენება სპეციალური პნევმატური იარაღი (ე.წ. მარკერი) და საღებავიანი ჟელატინის ბურთულები. თამაშები მიმდინარეობს ტყეებში, ღია მოედნებზე, შენობებში, ბუნებრივი და ხელოვნური ბარიერებისა და საფარების გამოყენებით. თამაშები ჩატარდება ოლიმპიური წესით.
ჩემპიონატში ადმინისტრაციული ერთეულების გუნდები და მოხალისე ახალგაზრდული ჯგუფები მიიღებენ მონაწილეობას.
ფეინთბოლის მუნიციპალური ჩემპიონატი “ახალგაზრდული დღეები-2023“-ის ფარგლებში, ფეინთბოლის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართება.
ერთად ვუგულშემატკივროთ გუნდებს!

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content