ფეინთბოლის ჩემპიონატი გაიმართა.

წყემის ადმინისტრაციულ ერთეულში, “ახალგაზრდული დღეები-2023“-ის ფარგლებში, ფეინთბოლის მუნიციპალური ჩემპიონატი გაიმართა.
ჩემპიონატში ადმინისტრაციული ერთეულების გუნდებმა და მოხალისე ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა.
გამარჯვება მოიპოვა სუჯუნის გუნდმა, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.
ფეინთბოლი არის ექსტრემალური, ტაქტიკურ-სპორტული თამაში, რომელიც წარმოადგენს საბრძოლო მოქმედებების იმიტაციას განსაზღვრულ ტერიტორიაზე.
ღონისძიებას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, საკრებულოსა და მერიის თანამშრომლები ესწრებოდენ.
“ახალგაზრდული დღეები-2023“-ის ფარგლებში, ხვალ, 8 სექტემბერს 15:00 საათზე, მუნიციპალური ჩემპიონატი პარალიმპიურ სახეობა ,,ბოჩაში“, ხელოვნურ საფარიან მინი მოედანზე გაიმართება, ხოლო 16:00 საათზე, აბაშის მუნიციპალური ჩემპიონატი 3X3 კალათბურთში ასფალტის საფარიან მინი მოედანზე ჩატარდება.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content