„ახალგაზრდული დღეები 2023“ გრძელდება

აბაშის მუნიციპალიტეტში „ახალგაზრდული დღეები 2023“-ის ფარგლებში გაიმართა მუნიციპალური ჩემპიონატი პარალიმპიურ სახეობა ,,ბოჩაში“ და მუნიციპალური ჩემპიონატი 3X3 კალათბურთში.
სპორტულ აქტივობებში მონაწილეობდნენ გუნდები ადმინისტრაციული ერთეულებიდან და მოხალისე ახალგაზრდები.
„ბოჩაში“ გამარჯვება ზანათის გუნდმა მოიპოვა, კალათბურთში კი ქოლობნის გუნდმა.
გამარჯვებულები თასებით, სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.
ასევე, აბაშის ცენტრალურ სტადიონზე „ახალგაზრდული დღეები 2023“-ის ფარგლებში მიმდინარეობს მუნიციპალური ჩემპიონატი მინი ფეხბურთში, რომელშიც ადმინისტრაციული ერთეულებიდან 12 საფეხბურთო გუნდი მონაწილეობს.
ფინალური შეხვედრა გაიმართება 15 სექტემბერს, 16:00 საათზე, აბაშის ცენტრალურ სტადიონზე.
ახალგაზრდული დღეების ფარგლებში ღონისძიებები 16 სექტემბერს, ,,ქართული ლიგის“ სასკოლო იუმორისტული ფესტივალის ფინალით დაიხურება.
“ახალგაზრდული დღეები -2023“ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით მიმდინარეობს.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content