გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

აბაშის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
აბაშის მუნიციპალიტეტის 23-ვე სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა.
ყველა სკოლაში საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა და დროშა აღიმართა.
წელს 194-მა პირველკლასელმა შეაღო სკოლის კარები, რომელთაც პორტაბელური კომპიუტერები (ბუკი) გადაეცათ, ასევე კომპიუტერები გადაეცათ პირველი კლასის დამრიგებლებს.
განათლების მიღების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მოსწავლეებისთვის გაგრძელდა ტრანსპორტირების პროგრამა.
იგეგმება მეორე საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობა. ასევე, სეფიეთის, მარნისა და ნოღოხაშის საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ინვენტარით აღჭურვა ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content