„ქართული ლიგის“ აბაშის სასკოლო იუმორისტული ფესტივალის ფინალი გაიმართება

ხვალ, 16 სექტემბერს, 17:00 საათზე, კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება “ქართული ლიგის” აბაშის სასკოლო იუმორისტული ფესტივალის ფინალი.
ფესტივალში მონაწილეობს სხვადასხვა სკოლის ფინალში გადასული 5 გუნდი.
ფესტივალის წამყვანი იქნება იუმორისტი, ჯიმი აბესაძე.
გუნდებს შეაფასებს ჟიური, რომლის შემადგენლობაში აბაშის მუნიციპალიტეტის მერთან, გიგა გაბელაიასთან ერთად იქნებიან „ქართული ლიგის“ წარმომადგენლები და ტელესახეები: გიორგი გაბუნია, ზვიად ბლიაძე, ნიკოლოზ მახვილაძე (ასტამა), ნოე ჟორჟოლიანი და სხვები.
ღონისძიებაზე, გულშემატკივრების წინაშე რამდენიმე ნომრით წარდგება „ქართული ლიგის“ აბაშის გუნდი „სულგუგუნი“.
გუნდებს სასცენარო-სარეჟისორო მომსახურებას უწევს “ქართული ლიგის“ რედაქტორი, გივი მელაშვილი და ასისტენტები, „ქართული ლიგის“ აბაშის გუნდი „სულგუგუნის“ წევრები: გიორგი ხინტკირია და ლუკა გაბელაია.
“ქართული ლიგის” აბაშის სასკოლო იუმორისტული ფესტივალის ფინალი „ახალგაზრდული დღეები 2023“-ის ფარგლებში გაიმართება.
ერთად დავუჭიროთ მხარი გუნდებს!

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content