ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტში, საქართველოს მთავრობის N2467 განკარგულებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების პროექტის ფარგლებში, დაზიანებული მილ-ხიდების, დამბებისა და სხვა ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება.
მიმდინარეობს:
სამიქაო-მაიდნის ადმინისტრაციულ ერთეულში, ყურუების უბანში მდ. კოვზაზე ხიდის მოწყობა.
გეზათისა და ქოლობნის საზღვარზე, აუზების დასაწყისში, დაზიანებული ხიდე-ბოგირის მოწყობა.
ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდ. ცუდღარზე დაზიანებული ხიდის მოწყობა.
ონტოფოს ადმინისტრაციულ ერთეულში გიორგი ნადარეიშვილის სახელობის ქუჩაზე, N52-ის გვერდით მილ-ხიდის მოწყობა, ასევე, N125-ის გვერდით შემავალ ჩიხში არსებული მილ-ხიდის მოწყობისა და სანიაღვრე არხის ამოწმენდის სამუშაოები.
ონტოფოში, მდ. ნოღელაზე, ჭალეს უბანში დაზიანებული დამბის მოწყობა.
სოფელ გულუხეთში მდ. კოვზაზე კალაპოტის გაწმენდის სამუშაოები.
სოფელ სეფიეთში, სამელიოს უბანში სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდე-ბოგირის მოწყობა.
სოფელ გეზათში, კოდარას უბანში მდინარე კოვზაზე დაზიანებული ხიდის მოწყობა.
ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის 810 000 ლარი იხარჯება.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content