მინი სტადიონების მოწყობა მიმდინარეობს

ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ახალგაზრდებში მისი პოპულარიზაცია და შესაბამისი ინფრასტრუქტურული მზაობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით მიმდინარეობს და იგეგმება არაერთი სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება.
აბაშის მუნიციპალიტეტში, პოლიციის შენობის მიმდებარედ, თავისუფლების ქუჩასა და დავით კაჭარავას ქუჩაზე მინი სტადიონების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში მთლიანად შეიცვლება დაზიანებული სპორტული ინვენტარი და ბალახის ხელოვნური საფარი. განახლდება ლითონის მავთულბადიანი ღობე, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები სრულად რეაბილიტირდება და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვება.
აღნიშნული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. სამუშაოებს ახორციელებს შპს „კა“.
ახალგაზრდებისთვის სპორტული ზონების მოწყობა მომავალშიც გაგრძელდება.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content