“ევროპის სპორტის კვირეული“ გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტში ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ევროპის სასკოლო სპორტული კვირეული აღინიშნა.
მთელი კვირის განმავლობაში აქტივობები მაგიდის ჩოგბურთში, 3X3 კალათბურთში, მძლეოსნობასა და მინი ფეხბურთში მიმდინარეობდა. ევროპის სპორტის კვირეულში საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
შეჯიბრში გამარჯვებულ მონაწილეებს სიგელები და თასები გადაეცათ.
“ევროპის სპორტის კვირეული“, რომელიც 23-29 სექტემბრის ჩათვლით იმართება, ყოველწლიურად ტარდება და ხელს უწყობს სპორტული და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას ევროპის მასშტაბით.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content