საინფორმაციო ტური აბაშაში

აბაშის მუნიციპალიტეტში ქართული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, აბაშის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში, კულტურის, ძეგლთა დაცვის და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსთან, შალვა დარცმელიძესთან და ამავე სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა.
მერმა სტუმრებს თავად გააცნო მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალი, კულტურა, ნაკლებად ცნობილი ტურისტულად საინტერესო ადგილები.
ტურის მონაწილეებმა მერთან ერთად მოინახულეს სუჯუნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, ცნობილი მეცენატის, აკაკი ხოშტარიას სახლი, ტყვირის მაცხოვრის სახელობის ეკლესია.
ქართული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისთვის სამეგრელოში ინფო-ტური, რომლის ფარგლებშიც იმყოფებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტში, სამეგრელოს დმო-ს ორგანიზებით გაიმართა.
ინფო-ტურის მიზანია შიდა და შემომყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდეთ სამეგრელოს რეგიონში ცნობილი/ნაკლებად ცნობილი ობიექტები მოინახულონ და მარშრუტების გათვალისწინებით ქართველი თუ უცხოელი ვიზიტორებისთვის ტურისტული პაკეტები მოამზადონ.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content