საკრებულოს N12 სხდომა.

9 ოქტომბერს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი N12 სხდომა გაიმართა.
სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გელა ხოშტარია.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 დეკემბრის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

2. აბაშის მუნიციპალიტეტის მერისთვის ხელშეკრულების დადებაზე, რომლის ღირებულება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 5%-ს აღემატება თანხმობის მიცემის შესახებ.
მომხსენებელი თეიმურაზ ნოდია-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი.
3. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის IV კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი ტატიანა ხოშტარია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content