მადლობა მეხანძრე-მაშველებს

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, პირველ მოადგილესთან, ირაკლი პერტენავასთან და მოადგილესთან გიგა ჯვარელიასთან ერთად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სახანძრო სამაშველო ძალების დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის, მთავარი სამმართველოს, აბაშის სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში იმყოფებოდა.
მერი აბაშის სახანძრო-სამაშველო განყოფილების უფროსს, ზვიად ქორჩილავას, მეხანძრე-მაშველებს შეხვდა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის მადლობის სიგელი გადასცა.
„ჩვენი მეხანძრე-მაშველები გმირები არიან, ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავენ სხვათა სიცოცხლეს, ამის არაერთი მაგალითი გვქონდა ბოლო დროს გახშირებული წყალდიდობების, ხანძრებისა თუ სხვა სტიქიური მოვლენებისას, თქვენ განსაკუთრებულ პატივისცემას და სიყვარულს იმსახურებთ, დასაფასებელია თქვენი მუშაობა და თითოეული თქვენგანის მამაცობა. ჩვენს მოქალაქეებს აქვთ განცდა, რომ არსებობენ გმირები, რომლებიც ნებისმიერ მომენტში მზად არიან, მათ ოპერატიულად დაეხმარონ. მადლობას გიხდით პროფესიონალიზმისთვის, ღირსეული საქმის ასეთი სიყვარულისთვის, მამაცობისთვის, თავგანწირვისა და გმირობისთვის,“-განაცხადა გიგა გაბელაიამ. მერი ადგილზე გაეცნო მეხანძრე-მაშველების მუშაობის სპეციფიკას და წარმატებები უსურვა მათ, სიმბოლურად გაიჭრა ტორტი.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სტიქიის დროს მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, გარემოს დაცვისა და მატერიალური ზარალის შესამცირებლად ერთობლივად გასატარებელ ღონისძიებებზე.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content