აბაშელი ჰოკეისტები საქართველოს ჩემპიონები გახდნენ

კიდევ ერთი დიდი წარმატებით გაახარეს გულშემატკივრები აბაშელმა ჰოკეისტებმა.
წელს პირველად ერთდროულად გახდნენ აბაშელი ჰოკეისტი ვაჟები და გოგონები საქართველოს ჩემპიონები.
16 წლამდე ჭაბუკებსა და გოგონებს შორის მაისიდან მიმდინარეობდა საქართველოს ჩემპიონატი „ჰოკეი 5-ში“.
დასკვნითი წრე ქუთაისში გაიმართა, აბაშელი ჭაბუკ ჰოკეისტთა გუნდი (მწვრთნელები: მურთაზ მიქანაძე, ზაალ გოგიშვილი), 4 წრის შედეგის მიხედვით 2023 წლის საქართველოს ჩემპიონი გახდა.
ასევე 4 წრის შედეგის მიხედვით 2023 წლის საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს 16 წლამდე ჰოკეისტმა გოგონებმაც (მწვრთნელები: კონსტანტინე კუჭუხიძე, სოფიო ქორჩილავა).
აბაშის მუნიციპალიტეტის ააიპ „სპორტის განვითარების ცენტრის“ ვაჟთა და გოგონათა ჰოკეისტთა ჯგუფებმა, მერიის მხარდაჭერით არაერთი გამარჯვება და წარმატება მოუტანეს ცენტრს და ასახელეს მუნიციპალიტეტი.
აბაშელი ჰოკეისტები საქართველოს ნაკრების ძირითად ბირთვს შეადგენენ.
ვულოცავთ ჩვენს სპორტსმენებს ამ დამსახურებულ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content