17 ოქტომბერი ვეტერანის დღეა

დღეს ვეტერანის დღეა, ყველას ვულოცავ ამ დღეს. სამშობლოს ერთგული ჯარისკაცების, ჩვენი ვეტერანებისადმი პატივისცემა და სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანია, მათ გაკვალულ გზებზე და გმირობის მაგალითზე იზრდებიან თაობები.
უკვდავია იმ გმირების სახელები, რომლებმაც სიცოცხლე გასწირეს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში, პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას.
კიდევ ერთხელ გილოცავთ, ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, მშვიდობიან საქართველოში ცხოვრებას.
მადლობას გიხდით თავდადებისთვის, ჩვენი ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის.
გიგა გაბელაია,
აბაშის მუნიციპალიტეტის მერი

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content