ნინი ლიპარტია ბრინჯაოს პრიზიორია

აბაშელი მაგიდის ჩოგბურთელი, ნინი ლიპარტია საქართველოს უმაღლესი ლიგის ბრინჯაოს პრიზიორია.
ახალგაზრდა ჩოგბურთელმა ამ დიდ წარმატებას ქალთა უმაღლესი ლიგის დასკვნით ტურზე მიაღწია, რომელიც ქალთა შორის მაგიდის ჩოგბურთში გაიმართა.
მთელი წლის შედეგების მიხედვით, სარეიტინგო ქულებით, ვიცე-ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა. ნინი ლიპარტია მაგიდის ჩოგბურთში (U17) გოგონათა შორის საქართველოს ჩემპიონია.
ვულოცავთ ნინის კიდევ ერთ დიდ გამარჯვებას და ახალ წარმატებებს ვუსურვებთ მას!

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content