„აბაშობის“ სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის მზადება მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტში, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში „აბაშობის“ სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის მზადება მიმდინარეობს. მონტაჟდება საკონცერტო სცენა, პავილიონები და ბავშვთა გასართობი სივრცეები.
ღონისძიება 14:00 სთ-ზე დაიწყება:
„საპატიო აბაშელის“ წოდებებით, კონსტანტინე გამსახურდიასა სახელობითი მედლებით დაჯილდოების ცერემონია
მუსიკალური წარმოდგენა
ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
1️⃣5️⃣ : 0️⃣0️⃣
კლასიკური მუსიკის კონცერტი ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმებიანი კვარტეტისა და აბაშის ხელოვნების სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით
1️⃣5️⃣ : 3️⃣0️⃣
აბაშელ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა
ფოტოგამოფენა „აბაშური ოდები“
„მე პატარა აბაშელი“-საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა საშემოდგომო პერფორმანსი
ქუთაისის ნიღბების თეატრის გმირების საზეიმო მსვლელობა, სპექტაკლი
საბავშვო გასართობი ატრაქციონები
1️⃣6️⃣ : 3️⃣0️⃣
კონცერტი
ადგილობრივი შემსრულებელები და ქორეოგრაფიული ანსამბლები.
ხალხური სიმღერისა და საკრავების ანსამბლი ,,ჯარგვალი“, აბაშის სალოტბარო სკოლის აღსაზრდელები
1️⃣7️⃣ : 0️⃣0️⃣
თემ-სოფლების საექსპოზიციო კუთხეების დათვალიერება, მეგრული კერძების დაგემოვნება
1️⃣8️⃣ : 0️⃣0️⃣
კონცერტი
გიგა ჯალაღონია და ბენდი
1️⃣9️⃣ : 2️⃣0️⃣
ფოიერვერკი
ღონისძიების წამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content