აბაშობა ,,2023″

“აბაშობა-2023“-ის ფარგლებში ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში სხვადასხვა საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს.
ღონისძიებას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი გუგუჩიასთან, მოწვეულ სტუმრებთან და ადგილობრივებთან ერთად ესწრება.
ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმებიანი კვარტეტისა და აბაშის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის, ხელოვნების სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა კონცერტი, ქუთაისის ნიღბების თეატრის გმირების საზეიმო მსვლელობა და სპექტაკლი, კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ ადგილობრივი შემსრულებლები და აბაშის სალოტბარო სკოლის აღსაზრდელები.
მოწყობილია ფოტო-გამოფენა „აბაშური ოდები“, ასევე, გამოფენილია ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია, აბაშელ ხელოვანთა ნამუშევრები.
საბავშვო ბაღის აღსაზრდელები შეუერთდნენ „აბაშობას“, საშემოდგომო პერფორმანსი წარმოადგინეს და პატარა აბაშელებმა ფერები შეჰმატეს დღესასწაულს.
ადგილზე მოწყობილია ეთნო კუთხეები, ტარდება მეგრული კერძების მასტერკლასები. თითოეულმა სოფელმა თავისი კუთხე ნაირფერი შემოდგომის ნობათით გაავსო. აბაშელები საექსპოზიციო კუთხეებთან მასპინძლობენ სტუმრებს.
ღონისძიებაზე, საოჯახო მედიცინის ცენტრის „შანი“ ხელმძღვანელმა, ნანა შენგელიამ ქ. აბაშის N1 საჯარო სკოლის გუნდს, რომელმაც საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების VII ეროვნულ კონკურსზე მოიპოვა ლაურეატის წოდება, ვერცხლის მედალი, I ადგილები ნომინაციებში ,,საუკეთესო დებიუტანტი გუნდი“, საუკეთესო სოლისტი“, მიღწეულისა და სამომავალო წარმატებული საქმიანობისათვის საჩუქრად ფორტეპიანო გადასცა, ხოლო აბაშელი ჰოკეისტ ვაჟთა და გოგონათა გუნდებს, რომლებიც პირველად გახდნენ საქართველოს ჩემპიონები, გადასცემს ფულად ჯილდოს, სამედიცინო ჩანთას, გაუწევს უფასო სამედიცინო კონსულტაციებს.
“აბაშობა“ გიგა ჯალაღონიას ბენდის კონცერტითა და ფეიერვერკით დასრულდება.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content