3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეა

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეა, ამ დღესთან დაკავშირებით, აბაშის შშმ ბავშვთა დღის ცენტრში აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, პირველ მოადგილესთან, ირაკლი პერტენავასთან, მოადგილესთან, გიგა ჯვარელიასთან და მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა.
აბაშის შშმ ბავშვთა დღის ცენტრს, ბავშვთა გასართობი ცენტრის ზღაპრის გმირები ეწვივნენ და მათთან ერთად სხვადასხვა სახის შემეცნებით-გასართობი აქტივობები გამართეს. დღის ცენტრში მყოფ პატარებს მერიისგან განმავითარებელი სათამაშოები, წიგნები და ტკბილეულის კალათები გადაეცათ.
გიგა გაბელაია კოალიცია „სოციალური რეფორმებისათვის“ დამფუძნებელს და გამგეობის თავმჯდომარეს, თამარ ფოფხაძეს შეხვდა და დღის ცენტრში არსებულ მდგომარეობას, მათ საჭიროებებს გაეცნო.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცენტრი ზრუნავს ბენეფიციარების სოციალური უნარების განვითარებაზე, უზრუნველყოფს ბავშვების ინტეგრაციას სოციუმში. მათ უნდა მიეცეთ განვითარების პროგრამებში ჩართვის შესაძლებლობა. დღის ცენტრის მომსახურებით მოსარგებლე შშმ ბავშვები მუდმივად საჭიროებენ განსაკუთრებულ ყურადღებას, მზრუნველობას, სამედიცინო მომსახურეობას და ხელშეწყობას. სწორედ ამიტომ, 2024 წელს ამოქმედდება ახალი მუნიციპალური სოციალური პროგრამა, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია შშმ ბავშვთა დღის ცენტრის მომსახურებით მოსარგებლე ბავშვების ფინანსური დახმარება. ამ პროგრამის ამოქმედებით გაიზრდება ბავშვების და მათი მშობლების ხელმისაწვდომობა სხვადასხვა საჭიროებებზე. ჩვენ ერთად შეგვიძლია შევცვალოთ მათი მომავალი უკეთესობისკენ“,-განაცხადა გიგა გაბელაიამ.
შშმ ბავშვთა დღის ცენტრში სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კოალიცია “სოციალური რეფორმებისათვის”, ახორციელებს დღის ცენტრების ქვეპროგრამას, რომელიც ემსახურება 6-დან 18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვებს. მათთან კვალიფიციური სპეციალისტები მუშაობენ კულტურულ, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვისა და სოციალური უნარ-ჩვევების განვითარების მიმართულებით. ორჯერადი კვება შეადგენს მომსახურების ნაწილს. აღნიშნული სერვისები სრულიად უფასოა.
შშმ ბავშვთა დღის ცენტრში ღონისძიება მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივით და კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content