ჩვენ ვირჩევთ თანაბარ შესაძლებლობებს

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა.
ყველასათვის თანასწორ შესაძლებლობათა უზრუნველყოფა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზება აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
ამ მიმართულებით აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქმედებს და დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი მუნიციპალური სოციალური პროგრამა, რაც ყოველ წელს კიდევ უფრო ძლიერდება.
2023 წელს მუნიციპალიტეტში მოქმედი მუნიციპალური სოციალური პროგრამებით, რომელსაც ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერია, ფინანსური დახმარება მიიღო სხვადასხავა კატეგორიის 269 შშმ პირმა, თანხით-120 701, 50 ლარი შემდეგი პროგრამებით:
1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების (0-დან 18 წლამდე) დახმარების პროგრამა -43 ბავშვი. .
2. მკვეთრად გამოხატული შშმ პირების დახმარების პროგრამა– 159 ბენეფიციარი.
3. ,,ყრუ-მუნჯებისა და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეების დახმარების პროგრამა“, – 10 ბენეფიციარი. .
4. ,,დიალიზის პროგრამაში მონაწილე ავადმყოფთა მგზავრობის მხარდაჭერის პროგრამა“ -25 ბენეფიციარი, რომელებსაც მინიჭებული აქვთ მკვეთრად გამოხატული შშმ პირის სტატუსი.
5. ,,მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამის“ ფარგლებში სპეციალიზირებულ დაწესებულებებში – აბილიტაცია/რეაბილიტაციის ჩატარებაში დახმარება გაეწია 0-დან 18 წლის ასაკამდე – 29 ბავშვს, შშმ სტატუსის მქონე 18 წლის ასაკიდან ზემოთ -3 ბენეფიციარს.
2024 წელს ერთჯერადი ფინანსური დახმარება 250 ლარამდე გაეზრდებათ შემდეგი პროგრამების ბენეფიციარებს:
ა) ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების (0-დან 18 წლის ასაკამდე) დახმარების პროგრამა“.
ბ),,ყრუ-მუნჯებისა და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეების დახმარების პროგრამა“.
2024 წელს ამოქმედდება ახალი მუნიციპალური სოციალური პროგრამა: შშმ ბავშვთა დღის ცენტრის მომსახურებით მოსარგებლე ბავშვთა ხელშეწყობის პროგრამა, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია შშმ ბავშვთა დღის ცენტრის მომსახურებით მოსარგებლე ბავშვების ფინანსური დახმარება.
3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1992 წელს გამოცხადდა.
ჩვენ არ ვცნობთ შეზღუდვებს, ჩვენ ვირჩევთ თანაბარ შესაძლებლობებს.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content