საკრებულოს N16 სხდომა.

5 დეკემბერს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი N16 სხდომა გაიმართა.
სხდომა უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გელა ხოშტარია.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 5 დეკემბრის მორიგი N16 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი გელა ხოშტარია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.
2. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის ქონების 2023 წლის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 თებერვლის N6 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
3. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის ქონების 2023 წლის პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 თებერვლის N7 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
4. აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის წესით, იჯარის ფორმით გაცემის თაობაზე ,აბაშის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
5. აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, ქირავნობის ფორმით, სარგებლობის უფლებით შ.პ.ს ,,შანი“ აბაშის საოჯახო მედიცინის ცენტრზე გადაცემასთან დაკავშირებით, აბაშის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
6. აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით, სს ,,სილქნეტი“-ზე გადაცემის თაობაზე, აბაშის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
7. აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა.(ა). ი. პ ორგანიზაცია ,,სიკეთის მაძიებელზე“ პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით, აბაშის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
მომხსენებელი ლევან მელაძე-აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და მუნიციპალური სერვისების სამსახურის უფროსი.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content